რესტორანი თავადური

თავადურის ოთხი სივრცე

დედაქალაქის შუაგულში, სანაპიროზე, ისტორიული მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე აუცილებლად აღმოაჩენთ რესტორან “თავადურს”, სადაც წარმოჩენილია ქართული მრავალფეროვნება ერთ სივრცეში. შემოსვლისთანავე იგრძნობა არაორდინალური სამყარო, რომლის მსგავსსაც მთელს ქალაქში ვერსად ნახავთ. რესტორნის დამფუძნებლებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, იმისათვის, რომ განსაკუთრებით შთამბეჭდავი გარემო დაეხვედრებინათ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის,. აქ მოსულ ვიზიტორებს, არამარტო უცხო გარემო და უგემრიელესი კერძები, არამედ ფაქტობრივად მუზეუმი დახვდებათ. რომელიც გულგრილს არავის ტოვებს რესტორანში ოთხი სხვადასხვა კონცეფციის სივრცე დაგხვდებათ: მარანი, სანადიმო, თავადური და მუშტაიდი კარაოკე, აქვე აღსანიშნავია რომ მარანი მუშაობს 24 საათი. სტუმარს აქვს საშუალება განწყობის მიხედვით შეარჩიოს მისთვის კომფორტული ზონა, რისთვისაც მისამართების ცვლა არ დაჭირდება. ერთ მისამართზე ოთხი სივრცე, ოთხი სხვადასხვა სამზარეულო, და ამასთან ერთად უცვლელი უმაღლესი ხარისხი დახვდება.. შეფის საავტორო მენიუ, გურმანებს სრულიად ახალ გამოცდილებას უმზადებს, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი გასინჯული გაქვთ და უკვე ვერცერთი კერძი გაგაოცებთ, გვერწმუნეთ აქ ყოველ ჯერზე რეცეპტორების ფეიერვერკი გელოდებათ. “თავადური” ნამდვილად თქვენი საყვარელი ადგილი გახდება. რესტორანში ღია სამზარეულოც ფუნქციონირებს, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნონ, თუ როგორ ამზადებენ თქვენთვის მზარეულები ქართულ ტრადიციულ კერძებს. თავადური“ –ის კონცეფციის გასართობი ნაწილი ასევე მრავალს გვპირდება. ყოველ საღამოს სხვადასხვა სივრცეებს ავსებს ხალხური მუსიკის ჰანგები და ტრადიციული, კოსტიუმირებული ცეკვების შოუ-პროგრამა, აგრეთვე ქართული მრავალხმიანი მუსიკის შემსრულებელთა ცნობილი გუნდი. ზაფხულის საღამოებისათვის კი მუშტაიდის ვერანდაზე თქვენ გელოდებათ განსაკუთრებული და ყოველ ჯერზე ახალი, განსხვავებული პროგრამა.

 

Post a Comment