რესტორანი თავადური

ვეგეტარიანელები და ვეგანები

ვეგეტარიანელები და ვეგანები

21 საუკუნეში უფრო და უფრო ხშირად გვესმის რომ ადამიანები ვეგეტარიანელობას ან ვეგანობას ანიჭებენ უპირატესობას. ამისათვის ისინი სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ: ჯანმრთელი ცხოვრება, დიდხანს სიცოცხლე, გარემოს დაბინძურების შემცირება, დედამიწის გადარჩენა, ცხოველების შეცოდება ან შესაძლოა, ყველა ეს მიზეზი ერთდროულად არსებობდეს.
ვეგეტარიანული დიეტა გულისხმობს ხორცის, მფრინველის და თევზის ამოღებას რაციონიდან, ასევე ტანსაცმლის წარმოებაში მათი გამოყენების უარყოფას და ა.შ.
ვეგანობა უფრო მკაცრია და კრძალავს რძის ნაწარმს, კვერცხს, თაფლს და ნებისმიერ პროდუქტსა თუ ნივთს, რომელიც მზადდება ცხოველური პროდუქტებისგან. მაგალითად, ტყავი და აბრეშუმი.
ვეგეტარიანელობა და ვეგანობაც უფრო მეტად ცხოვრების სტილია ვიდრე დიეტა. დამტკიცებულია რომ ისინი უფრო დიდზანს ცხოვრობენ ვიდრე ადამიანები რომლებიც არაჯანსაღად იკვებებიან. ძირითადად ასეთი კვება უკეთესია იმით, რომ ნაკლებ ცხიმებს და ქოლესტერინს შეიცავს, სანაცვლად უფრო მეტ ვიტამინს და მინერალს იღებს ორგანიზმი, რაც აძლიერებს იმუნინეტს, მაშინ როცა ხორცპროდუქტები პირიქით მოქმედებს. ასევე ამცირებს წონას, ვეგეტარიენელებს და ვეგანებს ჭარბი წონის პრობლემა თითქმის არ აქვთ.
ვეგანების და ვეგეტარ5იანელების მთავარი არსი იმაშია რომ არ მიიღონ ცხოველური საკვები. ისინი ცხოველებს უფრთხილდებიან, რადგან მიაჩნათ, რომ ცხოველი ადამიანის საჭმელად არ არის გაჩენილი. ცხოველები ამ პლანეტის ისეთივე ბინადრები არიან, როგორც ადამიანები. წელიწადში საკვებად უამრავი ცხოველია მოკლული იმისათვის რომ ადამიანი გამოიკვებოს, ეს მიდგომა მათი აზრით ნამდვილად არ არის სწორი.
მოსახლეობის ნახევარი მილიარდი ადამიანი არის ვეგეტარიანელი, უმეტესობა ინდოელია მათი რელიგიიდან გამომდინარე.
თუ ოდესმე გადაწყვეტთ რომ დაიცვათ ასეთი ცხოვრების წესი, ძალიან კარგი საშუალებაა ჯერ ვეგეტარიანელი გახდეთ და შემდეგ, ნელ-ნელა გადახვიდეთ ვეგანობისკენ. ეს ბევრად გაგიმარტივებთ დასახულ მიზნამდე მისვლას.
რესტორანი თავადური გთავაზობთ ვეგეტარიანულ და ვეგანური კერძების ნაირსახეობას, მაგალითად თუ ხარ ვეგეტარიანელი, არ ჭამ ხორცს მაგრამ მიირთმევ რძის პროდუქტებს, შეგიძლია შეუკვეთო ხაჭაპური, ლობიანი, სხვადასხვა სალათები, ნიგვძიანი გებჟალია, კარტოფილის წვნიანი მოცარელას ყველით, მაწვნის სუპი, ქამა სოკო კეცზე, ლობიო ქოთანში და ა.შ.
ვეგანებისთვისაც მოიპოვება განსაკუთრებული კერძები: კიტრი-პომიდვრის სალათი. მჟავის ასორტი ნიგვზით და კახური ზეთით, ბადრიჯნის სალათი მჭადით, ლობიო ქოთაში. ბოსტნეული გრილზე, ვეგანური პიცა, კარტოფილი მექსიკურად, ფრი და ა.შ.

Post a Comment