რესტორანი თავადური

თბილისის ღირშესანიშნავი ადგილები

თბილისის ღირშესანიშნავი ადგილები .

თბილისი არის ქალაქი, რომელიც ვითარდება სწრაფად. რთულია არ შეგიყვარდეს ძველი თბილისის ლაბირინთები, განსხვავებული ადათ-წესები, ბევრი გამწვანებული პარკი და მისი მრავალფეროვანი არქიტექტურა, რომელშიც საკმაოდ კარგად არის შერწყმული ძველი და ახალი კულტურული ნაგებობები, ეს ყველაფერი კი ქალაქის ისტორიას ასახავს, სადაც ნებისმიერი ჩამოსული ტურისტი გაოგნებული, აღფრთოვანებული და ქალაქზე შეყვარებული რჩება.
მიუხედავად იმისა რომ თბილისი საკმაოდ პატარა ქალაქია, მასში იმდენად ბევრი რამ არის სანახავი, რომ ნამდვილად რამდენიმე დღე არ გეყოფათ ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
თბილისში 48 საათში შეგიძლიათ მოინახულოთ რამდენიმე ღირშესანიშნავი ადგილი:
1. აბანოთუბანი (რუკის კოორდინატები: 41.689128,44.811219): ლეგენდის თანახმად ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველი მეფის, ვახტანგ გორგასალის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან. ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი აბანოთუბანია.
2. ლეღვთახევის ჩანჩქერი (რუკის კოორდინატები 41.686961,44.809098): აბანოთუბანიდან შეგიძლიათ ნახოთ ლეღვთახევი, ლამაზი ადგილი მშვენიერი ჩანჩქერით.
3. ნარიყალას ციხე-სიმაგრე (რუკის კოორდინატები: 41.688018, 44.809638): უძველესი დროის ციხესიმაგრე, რომელოც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაყურებს.
4. რიყის პარკი (რუკის კოორდინატები: 41.693371, 44.810140): რიყის პარკი თბილისის გულშია მოთავსებული, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლოს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა რომ თუ მას ზევიდან დავხედავთ აქვს საქართველოს რუკის ფორმა. პარკი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
5. მშვიდობის ხიდი ( რუკის კოორდინატები 41.693259, 44.808261): რომელიც რიყის პარკის სიმბოლოა. ეს ხიდი შესულია სიაში ” 30 გასაოცარი ხიდი, რომელიც წარმოადგენს არქიტექტურულ შედევრებს”
6. ქართლის დედა ( რუკის კოორდიანტები 41.688270, 44.804677): მონუმენტური ქანდაკება თბილისში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა.
7. ბოტანიკური ბაღი: ( რუკის კოორდინატები 41.685518, 44.802933): საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური დაწესებულებაა, რომელმაც თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო, მათ შორის იყო, როგორც აღმავლობისა და გავნითარების ნათელი პერიოდი, ისე კრიზისის უმძიმესი წლებიც.
8. მთაწმინდის პარკი (რუკის კოორდინატები 41.694315, 44.780932): რომელსაც ძალიან ხშირად საქართველოს დისნეილენდადაც მოიხსეინებენ, თბილისის ცენტრიდან 7.5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, მსუბუქი ავტომობილით ასვლისას კი დაახლოებით 15 წუთია საჭირო.
9. შარდენის ქუჩა (რუკის კოორდინატები 41.690741, 44.808449): შარდენი ძალიან ვიწრო და მოკლე ქუჩაა, მას ფრანგი მკვლევარის ჟან შარდენის სახელი უწოდეს, რომელმაც თბილისი 1863 წელს მოინახულა, იმ პერიოდისთვის ქუჩას “ბნელი რიგი” ერქვა, რადგან გადაჭედილი იყო მაღაზიებითა და სახელოსნოებით. ამჟმად ეს ქუჩა გამოირცება უამრავი არტ-გალერეებით და სიუვენირის მაღაზიებით.
10. სამების ტაძარი (რუკის კოორდინატები 41.697669, 44.816535): შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში. მდებარეობს თბილისში ელიას გორაზე, ავლაბარი აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.
11. ასი ათსი მოწამის ხიდი (რუკის კოორდინატები 41.690499, 44.809968): ესაა ადგილი სადაც 100 000 მოწამე სიკვდილით დასაჯეს, რადგან მათ არ თქვეს ქრისტიანობაზე უარი. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
12. აღმეშენებლის ქუჩა (რუკის კოორდინატები 41.711566, 44.795977): ეს ქუჩა რესტავრირებულია, აქ უამრავ კულტურულ ნაგებობებს ნახავთ, ასევე ძალიან ბევრი თურქული კაფე-ბარებია და სხვადასხვა მაღაზიები.
13. იუსტიციის სახლი ( რუკის კოორდინატები 41.699278, 44.806741): თანამედროვე დიზაინის შენობაა, რომელიც შორიდან გავს უზარმაზარ სოკოს. იქვე შენობიდან გაყვანილია უცნაური მოხრილი ხიდი, რომელიც ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
14. საქართველოს ბანკის შენობა (რუკის კოორდინატები 41.736039, 44.770891): საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა, საქართველოს საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროს შენობა, აგებულია 1975 წელს გიორგი ჩახავასაა და ზურაბ ჯალაღანიას პროექტის მიხედვით. 18-სართულიან შენობას 13 500 კვ.მ. ფართობი უკავია, აქვს საკუთარი კაფეტერია, თანამედროვედ აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი და 3 500 კვ.მ. ფართობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი საქართველოს ბანკის თანამშრომლებისა და ბანკის სტუმრებისათვის.
15. გმირთა მოედანი (რუკის კოორდინატები 41.713437, 44.782712): გმირთა მოედანზე მდებარეობს გმირთა მემორიალი, რომელიც ეძღვნება ყველა იმ ადამიანს ვინც ომში დაიღუპა, რათა საქართველოს ტერიტორიები დაეცვათ.

Comments