როგორ დავგეგმოთ წვეულება?
თუ თქვენ გეგმავთ განსაკუთრებული შემთხვევის აღნიშვნას, როგორიცაა დაბადების დღე, იუბილე, კორწილს ან ნიშნობას თბილისში, ჩვენი რესტორანი თავადური, იდეალური არჩევანია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ადგილას, მუშათაიდის ბაღში.
ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რამდენიმე რჩევა და რეკომენდაცია, რათა თქვენი დღესასწაული დაუვიწყარი გახადოთ.
დაჯავშნეთ წინასწარ, იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენთვის სასურველ თარიღში ადგილები თავისუფალია. ამის გაკეთება შეგიძლიათ ჩვენს რესტორანში დარეკვით ან ონლაინ დაჯავშნის სისტემის გამოყენებით. ეს ასევე მოგვცემს შესაძლებლობას მოვამზადოთ პერსონალური მენიუ და დეკორაციები თქვენი დღესასწაულისთვის.
ღონისძიების სტუმრების წრის განსაზღვრა, მაგალითად ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები…
ბიუჯეტის ზომის განსაზღვრა, რომელიც უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ორგანიზაიულ ხარჯებს, არამედ დასაქმებულთა პრემიებსაც..
ჩვენთან ფუნქციონირებს ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფციის სივრცე, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სივრცე და დაგეგმოთ წვეულება.
აირჩიეთ სპეციალური კერძი და მენიუ, იმისათვის რომ თქვენი დღესასწაული უფრო განსაკუთრებული გახადოთ. თავადურში ჩვენ გთავაზობთ ქართული კერძების ფართო არჩევანს, ეს იქნება ტრადიციული კერძები თუ თანამედროვე მენიუ, ჩვენთან ყველაფერია.
დაუმატეთ დღესასწაულს ქართული ღვინო, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით და უნიკალური გემოთი. თავადურში გთავაზობთ ქართლი სასმელების მრავალფეროვნებას, რომელიც შესანიშნავად უხდება ჩვენს კერძებს, ასევე შეგიძლიათ დაადეგუსტიროთ ჩვენი მარანის ღვინოც.
იმისათვის რომ ატმოსფერო მართლაც საღესასწაულო აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანია იზრუნოთ შერჩეული სივრცის გაფორმებაზეც. კორპორატიული სულისკვეთების ასამაღლებლად შეგიძლიათ ამ პროცესში ჩართოთ სამუშაო ჯგუფიც, რომელიც გაგილამაზებთ ამ დღეს.
მუსიკალური გაფორმებაც ერთი-ერთი მანიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მოიცავს როგორც მომღერლებს ასევე მოცეკვავეებსაც, აღსანიშნავია ისიც, რომ რესტორან თავადურს ყავს პროფესიონალური ქართული მოცეკვავეების ჯგუფი, რომელთათვისაც ინდივიდუალურად შეიკერა ულამაზესი, ტრადიციული, ძველებური ნაქარგებით გაფორმებული ფორმები. ,
თავადურში, ჩვენ მზად ვართ, თქვენი განსაკუთრებული შემთხვევა დაუვიწყარ დღედ ვაქციოთ. დაგვიკავშირდით დღესვე, რათა დაჯავშნოთ და დაიწყოთ თქვენი დღესასწაულის დაგეგმვა.