რესტორანი თავადური

საქართველოს მისტიური ადგილები

საქართველოს მისტიური ადგილები

თუ ხარ მოგზაური, და ამავდროულად გიზიდავს მძაფრი შეგრძნებები…, საქართველო სწორედ ის ადგილია სადაც ბევრი, იდუმალებით მოცული, ადგილის მონახულება შეგიძლია.
შემოგთავაზებთ მისტიური ადგილების ტოპ სამეულს, რომლებიც ნამდვილად არ დატოვებს ტურისტს მძაფრი ემოციების გარეშე:

მარნეულის არქელოგიური ველები ( რუკის კოორდინატები 41.463599, 44.75993): ტურისტებისთვის ნაკლებად პოპულარული ადგილია, თანაც თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, ( მანქანით 55 წუთშია ჩასვლა შესაძლებელი ) თუ თქვენ გიზიდავთ ისტორია და გაინტერესებთ ყველაფერი ძველი, აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ ქვემო ქართლში და მოინახულოთ ეს საოცარი ადგილი, სადაც უძველესი ყურძნის წიპწებია ნაპოვნი, რაც ადასტურებს იმას რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა.
ქვაცანცალა ( რუკის კოორდინატები 42.621581, 42.066905): მოქანავე ლოდი, მართლაც რომ მისტიკური ქვაა, და მის სანახავად ჩამოსულ ტურისტს ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს. ქვააცნცალა მდებარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,, რომლის სიგრძე 2 მეტრს აღემატება, ხოლო წონა 10-12 ტონას. ქვაცანცალას ლოდი, მის რომელიმე წიბოზე თუნდაც სუსტი მიწოლით იწყებს ქანაობას და თან კაკუნის ხმას გამოსცემს..
ვარძია: ( მანქანით 2 საათსა და 40 წუთშია ჩასვლა შესაძლებელი, რუკის კოორდინატები 42.025832, 43105931) მისტიური ადგილია, ეს არის ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, აშენებული XII საუკუნეში თამარ მეფის მეფობის დროს, სწორედ თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთხი, რამდენი დღეცაა წელიწადში. ყოველ დღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა.

Post a Comment