რესტორანი თავადური

შეფ-მზარეული

შეფ-მზარეული

მზარეულის პროფესია მოთხოვნადი და შემოქმედებითი პროფესიაა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. აუცილებელია შეფს საოცრად კარგი ფანტაზია, გამომგონებლის ნიჭი და გემოების შეთავსების უნარი ჰქონდეს, ამისათვის სამუშაო ითხოვს დიდ ფიზიკურ ამტანობას და პასუხისმგებლობის გრძნობას. სამზარეულოში დიდხანს ფუსფუსს ყველა ვერ შეძლებს, განსაკუთრებით მაშინ როცა უამრავი კერძი აქვს მოსამზადებელი და გასაკონტროლებელი.
რესტორანი თავადურის მთავარი შეფი ამირან ლომიძეა. იგი სპეციალური რეცეპტებით ამზადებს კერძებს, მაგრამ თავისი გემოვნებით შეუძლია მისი შეცვლა, ამ პროცესს კი შემოქმედებითად უყურებს, ყოველი ახალი კერძის შექმნა მისთვის ახალი გამოწვევაა.
ამირანი 15 წელზე მეტია კულინარიის სფეროში მოღვაწეობს. მისი მთავარი ინსპირაცია ყოველთვის მამა იყო, რომელიც ასევე უბადლო მზარეულია. იგი სულ პატარა იყო, როდესაც პირველად სცადა კერძის მომზადება. ნელ-ნელა მისმა კერძებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მას სტიმული მიეცა და ერთ დღესაც მიხვდა რომ მისი ნამდვილი საქმე კულინარია იყო. გადაწყვიტა გატაცება პროფესიად ექცია და საქართველოში ერთ-ერთ პრესტიჟულ კულინარიულ კოლეჯში ჩააბარა. უკვე 10 წელია რაც რესტორანი “თავადურის” შეუცვლელი შეფია.

“მე მიყვარს კულინარია, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ვერასდროს შეველევი, ჩემი კერძები მარტივი და დასამახსოვრებელია. მთავარი მიზანი აქ მოსული სტუმრებისთვის იმ გარემოს შექმნაა, სადაც მაგიდასთან დასხდებიან, მიირთმევენ მათთვის საყვარელ კერძებს და ისიამოვნებენ ერთმანეთთან კომუნიკაციით. ჩემთვის განსაკუთრებული ძალა და პრივილეგია ჩემი გუნდია, რომლის თანადგომის და გუნდურობის იმედი ყოველთვის მაქვს. რესტორანი თავადური ჩემთვის მეორე სახლია, სადაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვატარებ.”
ესეც შეფზე

Comments

Post a Comment