რესტორანი თავადური

10 საუკთესო კერძი რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ საქართველოში მოგზაურობისას

10 საუკთესო კერძი რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ საქართველოში მოგზაურობისას
ქართული სამზარეულო ისეთივე უძველესია, როგორც თვით ქართველი ერი. მოგეხსენებათ, საქართველო პატარა ქვეყანაა და მიუხედავად ამისა, საკვების საოცრად მდიდარი პალიტრა აქვს.
საქართველოში მოგზაურობისას აუცილებლად შენიშნავთ რომ გემო და არომატი ნამდვილად განსხვავდება სხვა ქვექნებისგან. ყველა რეგიონს თავისი ტრადიციული კერძის საკუთარი ვარიანტი აქვს.
ქართულ კულინარიულ ისტორიაში არსებობს პატარა ლეგენდაც: ერთხელ, როდესაც ღმერთი ანაწილებდა მიწებს, ქართველები ნადიმობდნენ და უსაზღვრო რაოდენობის ღვინოს სვამდნენ, ამასობაში ღმერთთან მისვლა დააგვიანდათ , ყველა მიწა უკვე გადანაწილებულიყო. როდესაც უფალმა დაგვიანების მიზეზი იკითხა, მათ თავი იმით გაიმართლეს, რომ მის სადღეგრძელოს სვამდნენ, ადიდებნდნენ და სამადლობელს უხდიდნენ მას. მაშინ ღმერთმა ქართველებს ის პატარა მიწა უბოძა, თავისთვის რომ ჰქონდა შემონახული. სწორედ ამიტომ, ქართველებისთვის სუფრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მათთვის მხოლოდ ჭამა-სმა კი არ არის, არამედ ეს არის საუკეთესო ადგილი საუბრებისთვის, წარსულების მოხსენიებისთვის, სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის და ემოციების გამოხატვისთვის. სუფრაზე თამადას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, იგი რამდენიმე დღით ადრე ემზადება სადღეგრძელოებისთვის, რომელიც მოიცავს როგორც ლექსებს ასევე სხვადასხვა ლეგენდებსაც, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს და მიმზიდველს ხდის ქართული სუფრის კულტურას.
ქართული საჭმელი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა მისაღები, არ აქვს მნიშვნელობა გიყვართ თუ არა ხორცეული, მშიერი მაინც არ დარჩებით, ვეგეტარიანელებისთვისა უამრავი ქართული კერძის გასინჯვაა შესაძლებელი.

შემოგთავაზებთ 10 საუკეთესო კერძს, რომელიც საქართველოში ყოფნისას ტურისტმა აუცილებლად უნდა გასინჯოს:

ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტი ყველი და ცომია. არსებობს ლეგენდაც რომლის თანახმად ხაჭაპური მოიგონა ვინმე “ხაჭამ”. მან პირველად გამოაცხო პური ყველით, თუმცა საქართველოს ყველა კუთხეში სხვადასხვანაირად ყვებიან ამ ლეგენდას, რომლის მთავარი პერსონაჟი ხან მეგრელია, ხან გურილი და ხანაც სვანი. ხაჭაპურის მრავალი სახეობა არსებობს, მათ შორის ყველაზე პოპულარულია მეგრული, აჭარული და გურული ხაჭაპური.
ხინკალი წარმოშობით საქართველოს მთიანი რეგიონებიდანაა. მისი მთავარი ინგრედიენტი ხორცია, რომელიც ცომშია გახვეული.
ხინკალზე არსებობს მრავალი ლეგენდა, ერთ-ერთის თანახმად იგი ფშავში მოიგონეს შეყვარებული წყვილისითვს, დაოჯახებამდე ყველა ქალს უნდა სცოდნოდა ხინკლის მოხვევა და მომავალ მეუღლესთან ერთად უნდა მოემზადებინათ, რათა მათი სიყვარული უფრო მყარი და მარადიული ყოფილიყო. საქართველოში ხინკლის მომზადების მრავალი რეცეპტი არსებოს, ისინი განხვავდებიან რეგიონების და კუთხეების მიხედვით.
ფხალი – ქართული სუფრის ერთ-ერთი მთავარი კერძია. იგი წვრილად დაჭრილი ბოსტნეულისგან მზადდება, რომელსაც ბალახეულს, ნიგოზს, სანელებლებსა და ბროწეულს უმატებენ. ფხალი ცივ აპეტაიზერად ითვლება, რომელსაც ხშირად მჭადთან ერთად მიირთმევენ.
საცივი ესაა ნიგვზის სოუსი, შეზავებული სხვადასხვა სანელებლებით, რომელშიც შეიძლება იდოს ინდაური, ქათამი ან თევზი. ამ კერძს ძირითადად დღესასწაულებზე მიირთმევენ და განსაკუთრებით უხდება ღომი.
ელარჯი ქართული სამზარეულოს საპატიო კერძია, იგი მზადდება ღერღილით, სიმინდის ფქვილით და ახლადამოყვანილი რძიანი სულუგუნით. ყველი ეხმარება კერძს გახდეს წელვადი და საოცრად ნაზი. სამეგრელოში ამ კერძს ძირითადან დღესასწაულებზე ამზადებენ.
გებჟალია, ტრადიციული, მეგრული, კერძია. მეგრული სიტყვა “ბჟა”, რძეს ნიშნავს, სწორედ ამიტომ გებჟალიას მთავარი დატვირთვა ის არის, რომ რძეში ჩახარშული კერძია. სულუგუნს პიტნასთან ერთად აზავებენ, ქმნიან ერთიან მასას და ჭრიან რულეტებად. ამ ნაჭრებს კი პიტნიან ნადუღში ათავსებენ.
კუჭმაჭი ქართული სამზარეულოს საპატიო კერძია. საქართველოს თითოეულ ნაწილში მას განსხვავებული მომზადების წესითა და რეცეპტებით ამზადებენ. ტრადიციული კუჭმაჭიცხარე და სურნელოვანია. მზადდება საქონლის ან ღორის გულ-ღვიძლით.
ლობიო ქოთანში, განსხვავებული კერძია. მთავარი ინგრედიენტი ლობიო და მწვანილებია. ძირითად მჭადთან ერთად მიირთმევენ.
ჩაქაფული ქართული წვნიანია, რომელიც ბევრი მწვანილისგან და ბატკნის ხორცისგან შედგება.
მწვადი უგემრიელესი ქართული კერძია, რომელსაც ყველა რეგიონში სხვადასხვა ხორცისგან ამზადებენ. მისი მთავარი ხიბლი, რაც განსხვავებულ გემოს და არომატს აძლევს, არის შამფურზე, ცეცხლზე შეწვა. ერთი შეხედვით ადვილი მოსამზადებელია თუმცა დიდი ძალისხმევა და შრომაა საჭირო ხორცის სწორად შეწვისთვის.

 


რესტორან თვადურში შეგილძიათ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი კერძი დააგემოვნოთ. ასევე აღსანიშნავია, რომ რესტორნის კონცეფცია არის ტრადიციული კერძების მომზადება, ზუსტად შეგიძლიათ შეიგრძნოთ ის ძველი გემო რაც ქართულ სამზარეულოს ახასიათებს. თავადურში საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა პროდუქტის ხარისხს, რომლის გარანტიც მთავარი შეფ-მზარეული ამირანია.
თავადური არის ადგილი რომლითაც ქართველები ამაყობენ, ხოლო ტურისტები ეცნობიან საქართველოს კულტურას და აგემოვნებენ ტრადიციულ კერძებს.

Post a Comment