თავადურის ოთხი სივრცე
„თავადური“-ს კონცეფცია
რესტორანი „თავადური“ – ოთხი სხვადასხვა ისტორიაა, თავადების დროინდელი საქართველოდან.
„თავადური“-ს გერბის შექმნისას, გათვალისწინებულ იქნა რესტორნის მთავარი იდეა: ოთხი განსხვავებული ისტორიული გადმოცემის – „სათავადოს“, „მარანი“, „სანადიმოს“, „მუშტაიდის ვერანდის“ გაერთიანება, ასევე თავადების დროინდელი საქართველოს გასტრონომიული მახასიათებლები.
„თავადური“–ს მოწყობისას, დიზაინერებმა გადაუხვიეს კლასიკური, ევროპული რესტორნის სტილიდან, სხვადასხვა ეპოქის მიხედვით. „თავადური“-ს მთელი კონსტრუქცია დაპროექტებულია ძველი, ქართული ელემენტების გათვალისწინებით.“ ინტერიერი შესრულებულია კლასიკურ სტილში. აქ დეტალები ქმნიან მე-19 საუკუნის „მუშტაიდი“-ს პარკის ცნობილი რესტორნის ისტორიულ ილუსტრაციას: მარმარილოს საფეხურები, სტაფილოსფერი დეტალები, ხით და სარკით მოპირკეთებული კედლები, ხის მაგიდები, ხავერდის დივნები, ბრები, ვინტაჟური ჭაღები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მთავარ შესასვლელში გამოფენილი, საქართველოს დიდგვაროვან თავადთა ისტორიული გერბები. „თავადური“-ს შემქმნელებმა, მაქსიმალურად გამოიყენეს ადგილმდებარეობის უპირატესობები და გაითვალისწინეს მცენარეთა დასარგავი ადგილების სიმრავლე, მუშტაიდის ბაღში გამავალი, უზარმაზარი, პანორამული ფანჯრების გასწვრივ.
სამზარეულოს კონცეფცია – ქართული კლასიკა
„თავადური“–ს თითოეული კერძი არის ქართული რეცეპტების, ტრადიციების და თანამედროვე კულინარული ტენდენციების შერწყმა. მენიუშია ყველა გურმანისათვის საყვარელი, ქართული, ტრადიციული სამზარეულოს ასორტიმენტი.
საავტორო მენიუ შექმნილია ,,ფიუჟენ” სტილისკონცეფციაზე, რომელსაც მაღალი გასტრონომიის პრინციპი გამოარჩევს, სადაც შეფ-მზარეული ეცადა სხვადასხვა რეგიონებისა და სათავადო ეპოქების ექსკლუზიური ტრადიციული კერძები შეეგროვებინა. მარანის სივრცეში მოსულ სტუმარს, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ღია, აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს პურის ცხობის პროცესში, ისწავლოს ხინკლის მოხვევა, ჭაჭის გამოხდა და საკუთარი შემოქმედება ადგილზევე დააგემოვნოს.
თავადურის“ შოუ – პროგრამა
„თავადური“ –ის კონცეფციის გასართობი ნაწილი ასევე მრავალს გვპირდება. ყოველ საღამოს დარბაზების სივრცეს ავსებს ხალხური მუსიკის ჰანგები და ტრადიციული, კოსტიუმირებული ცეკვების შოუ-პროგრამა, აგრეთვე დაგხვდებათ ქართული, მრავალხმიანი, მუსიკის შემსრულებელთა ცნობილი გუნდი.
ზაფხულის საღამოებისათვის კი მუშტაიდის ვერანდაზე თქვენ გელოდებათ განსაკუთრებული და ყოველ ჯერზე ახალი,განსხვავებული პროგრამა.