მარანი
მარანი გამოირჩევა მყუდრო და მშვიდი გარემოთი, სადაც სტუმრობისთანავე იგრძნობთ ძველი და თანამედროვე კულტურის შერწყმას. სტუმრებს დაკარგულ ეპოქაში ამოგზაურებს. იდეალური ადგილია მეგობრებთან ერთად სპორტული მატჩების საყურებლადაც. რესტორნის ინტერიერი მეტად გამორჩეულია და თავისებურად ამბობს სათქმელს, თუ რატომ სახელი – „მარანი“. სივრცე გაფორმებულია ქართული, ანტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი დეტალებით. ამ დარბაზის შექმნა შთაგონებულია დადიანების მამულის - სალხინოს ისტორიით, რომელიც სახელგანთქმული იყო ხმაურიანი ქეიფებით, განსაკუთრებული ღვინის მარნითა და ქვევრებით. აღსანიშნავია ახლად გამომცხვარი პურის სურნელიც, რომლის გამოცხობის შესაძლებლობა ყველა სტუმარს აქვს, იქვე შეუძლიათ მწვადის შეწვა, ხინკლის მოხვევა, მონაწილეობის მიღება ჭაჭის გამოხდაში, ღვინის დეგუსტაცია და რაც მთავარია, საკუთარი შემოქმედების ადგილზე დაგემოვნება. კონკრეტული სივრცე ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე.