მუშტაიდი ვერანდა

მუშთაიდი ვერანდა არის თავისუფალი გარემო მათთვის, ვისაც სტანდარტულ რესტორანში სიარული მოჰბეზრდა და სურს თავი მსუბუქად იგრძნოს, ისიამოვნოს მეგობრებთან ერთად დროის ტარებით, იმღეროს კარაოკე, დააგემოვნოს უგემრიელესი კერძები და დატკბეს მზის ჩასვლისა თუ განთიადის ყურებით. ამას ემატება როტანგის ავეჯი, სავარძლები და რბილი დივნები, რომლებშიც ასე სასიამოვნოა ჩაძირვა და ყოველდღიურობისგან გარიდება. ასევე ყოველ პარასკევს და შაბათს წარმოდგენილია განსაკუთრებული მუსიკალური პროგრამა, ქართველი პოპულარული ბენდებისა და მომღერლების შესრულებით. ვერანდის შექმნის იდეა დაკავშირებულია რესტორნის ისტორიულ ადგილმდებარეობასთან მუშთაიდის პარკში, ასევე მე-19 საუკუნის თავადების სასეირნო თუ ბუნებაში საქეიფო საყვარელ ადგილთან. ვერანდა რესტორნის სახურავზე მყუდრო გამოვიდა, პრაქტიკულად კამერული, რომელიც გარე სამყაროსაგან მოფარებულია სიმწვანითა და ცოცხალი ყვავილებით, ზუსტად ისე, როგორც პარკი მუშთაიდი თავის საუკეთესო წლებში…