სათავადო
სივრცე „სათავადო“ შევსებულია მდიდრული ავეჯით, გამოირჩევა ელეგანტურობითა და თავადური სიდიადით. ინტერიერში უფრო მეტად ჭარბობს სტაფილოსფერი, რომელიც იქაურ გარემოს მეტ სიმყუდროვეს მატებს. ეს სივრცე იდეალურ ადგილს წარმოადგენს განმარტოებული საუბრებისათვის, საქმიანი სადილებისათვის, ქორწილებისთვის, ბანკეტებისთვის, განსაკუთრებული ვახშმებისათვის, ფურშეტებისათვის ან საზეიმო ღონისძიებებისათვის. სივრცე აღჭურვილია თანამედროვე პროფესიონალური აპარატურით. რაც შეეხება მენიუს, რესტორანი გვთავაზობს საავტორო კერძებს, რომელიც შეფ-მზარეულმა შეაგროვა თავადების დროინდელი, ,სხვადასხვა ეპოქის უნიკალური ქართული რეცეპტებიდან.