სრულყოფილი სერვისი შენი დღესასწაულისთვის თავადურში
ქორწილი
თავადური – ის ადგილი, სადაც თქვენი ქორწილი დაუვიწყარ მოგონებად იქცევა. ტრადიციული ქართული გემოვნება და თანამედროვე გარემო თქვენს განსაკუთრებულ დღეს განუმეორებელს გახდის
კორპორატიული ღონისძიება
მყუდრო და თანამედროვე სივრცე, იდეალური ბიზნეს შეხვედრებისთვის და თანამშრომლობისთვის. უზრუნველყოფილია სრულყოფილი სერვისი და ტექნიკური აღჭურვილობა.
დაბადების დღე
გაატარეთ დაბადების დღე საუკეთესო გარემოში, სადაც ტრადიციული ქართული და გემრიელი კერძები თქვენს დღეს დაუვიწყარს გახდის. მორგებული მენიუ, განსაკუთრებული დეკორაციები და გართობის პროგრამა — ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი დღესასწაულისთვის
ნათლობა
‘თავადური’ გთავაზობთ ტრადიციულ ცერემონიას, განსაკუთრებული მენიუთი, მორგებული დეკორაციებითა და კომფორტული სივრცით. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს დღე იყოს უნიკალური და სასიამოვნო მოგონებად დარჩეს თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის.
ჩვენი გუნდი ზრუნავს, რომ თქვენი ღონისძიების ყოველი დეტალი იყოს სრულყოფილად დაგეგმილი და შესრულებული. პროფესიონალი დიზაინერები, მუსიკოსები და ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ, რომ თქვენი დღე დაუვიწყარი გახდეს
მუისკალური პროგრამა
მუსიკალური პროგრამა შექმნილია, რომ თქვენს ღონისძიებას უნიკალური ატმოსფერო შევმატოთ. პროფესიონალი მუსიკოსები და DJ-ები უზრუნველყოფენ თქვენი გემოვნების შესაბამის მუსიკას, იქნება ეს ცოცხალი შესრულება თუ ფონური მუსიკა. შეარჩიეთ თქვენი ღონისძიებისთვის საუკეთესო მუსიკალური ხაზი და გააუმჯობესეთ თითოეული მომენტი.
დიზაინერული მომსახურება
ჩვენი პროფესიონალი დიზაინერების გუნდი უზრუნველყოფს ღონისძიების უნიკალურ და თქვენს გემოვნებაზე მორგებულ დეკორაციას. იქნება ეს კლასიკური თუ თანამედროვე სტილი, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სივრცე შეესაბამებოდეს თქვენს წარმოდგენებს და გახადოს ღონისძიება განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი.
სრული ორგანიზება
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ღონისძიების სრულ ორგანიზებას – დაწყებული დაგეგმვით, დასრულებული სტუმრების მიღებით. ყველაფერი, რომ თქვენი დღისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს.
ფოიერვერკის მომსახურება
გაანათეთ თქვენი ღონისძიება ფეირვერკის შთამბეჭდავი შოუით! ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხო და პროფესიონალურად დაგეგმილ ფეირვერკებს, რომლებიც თქვენს დღესასწაულს გამორჩეულსა და დაუვიწყარს გახდის.